საქართველოს ღირებულებები
  ექსპედიცია განვითარებად ეკონომიკაში

წიგნი

mitteldeutscher verlag
გერმ./ ინგლ./ ქართ., 352 გვ., შეკრ. 220 x 270 მმ, ფერადი გამოსახ. ISBN 978-3-96311-093-1

ამონარიდი

ბოლო მოსახვევი მოყინული იყო, მაგრამ ორი მცდელობის შემდეგ მასაც გავცდით. უღელტეხილი ჩვენს წინ გადაიშალა. უკვე გვახარებდა იმის წარმოდგენა, თუ რა კარგ ფოტოებს გადავიღებდით. უცბად დელიკა თოვლის ორმოში ჩაჯდა, თუმცა ზურაბმა, როგორც ოფროუდში გამოცდილმა მძღოლმა, ეს ბარიერიც გადალახა. მოვედით და ბოლო ორმოში გავიჭედეთ კიდეც. ხან წინ, ხან უკან, ხან რყევით – არაფერი გამოვიდა. გადმოვედი და დავინახე, რომ მანქანა ზედ თოვლზე იჯდა. გადმოვიღეთ ნიჩაბი და თოვლის თხრა დავიწყეთ. ვთხრიდით და ვთხრიდით. აცივდა და დაბნელდა. სიტუაცია გამწვავდა. და რადგან სიცივე მატულობდა და ხელებიც თითქმის გაგვეყინა, შევთანხმდით, რომ თითოეული ჩვენგანი მაქსიმუმ სამ წუთს გაჩერდებოდა გარეთ და შემდეგ ისევ მანქანაში, 25 გრადუს სითბოში შებრუნდებოდა გასათბობად. ზურაბს თავიდანვე უნდოდა წასულიყო და დამხმარეები მოეყვანა, მაგრამ მე სასტიკი წინააღმდეგობა გავუწიე: „ან ორივე დავრჩებით, ან ორივე წავალთ, მაგრამ ასეთ ამინდში დაღამებისას წასვლა ნიშნავს, რომ სიკვდილი გარანტირებული გვაქვს“. გადავწყვიტეთ, ბრძოლა გაგვეგრძელებინა.
Share by: