საქართველოს ღირებულებები
  ექსპედიცია განვითარებად ეკონომიკაში

მთავარი გვერდი

ჩემი წარმოდგენა საქართველოზე

ჩემი წარმოდგენა საქართველოზე – ეს არის დინამიური ქვეყანა, მუდმივი ცვლილებებით, რომელიც ახერხებს და ომების და არეულობების მიუხედავად სრულიად თანამედროვე ციფრულ საზოგადოებაზე გადადის, რომლის ბირთვსაც სწრაფი და გონივრული ქმედების და მომავლის მკაფიო მიზნების მქონე, გლობალურად მოაზროვნე ახალგაზრდები ქმნიან. არსად ისეთი სწრაფი არ ყოფილა კონტაქტების დამყარება, როგორც საქართველოში: Facebook, Messeger, მობილური კავშირები და მყისიერად შეთანხმებული შეხვედრები. განათლების მაღალი დონე, პროფესიონალიზმი, ტემპერამენტი, მუსიკალურობა, ციფრული სამყარო, გამართული სასამართლო სისტემით და უსაფრთხოებით, მყარად გამჯდარი ქრისტიანობით, მდგრადი ოჯახური ტრადიციებით და სამეგობრო ურთიერთობებით. 

პროფ. დოქტ. ჰანს-გიუნთერ ლინდნერი
საქართველო არის მზარდი განვითარებისადმი მუდმივად მსწრაფი ქვეყანა სტუმართმოყვარე ხალხით, სუნთქვისშემკვრელი ბუნებით და თვითმყოფადი ისტორიით. ქართული ტოლერანტული ბუნებისა და ღირებულებების გვერდით, როგორიცაა: რელიგია, ოჯახი, ენა, ადგილმდებარეობა, ხელოვნება, განათლება და სამართალი, სამუშაო ძალის მაღალი კვალიფიკაცია და დაბალი ხელფასები აუთსორსინგის დიდ შესაძლებლობებს იძლევა.
ჰანს-გიუნთერ ლინდერს ქართველ ფოტოგრაფ ზურაბ ცერცვაძესთან ერთად მკითხველი ექსპედიციაში მიჰყავს თანამედროვე დასავლური ტიპის ქართულ საზოგადოებაში, დაწყებული მისი ღირებულებების შემდგომ კი მისი ცხოვრების, თანამედროვე კომპანიებისა და საწარმოების საქმიანობის წარმოჩენით. მათთან ერთად ხვდება თოვლის ქარბუქში, რომელსაც ორივე სასწაულებრივად გადაურჩა.

გამოწვევა

2017 წლის შუა პერიოდში ჩავწერე ნინო ნასიძესთან ერთად პირველი ინტერვიუები თემაზე: „აუთსორსინგის შესაძლებლობები საქართველოში“. იდეას წიგნის შესახებ „საქართველოს ღირებულებები“ აღფრთოვანებით შეხვდა „გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება“ (DWV) თბილისში. შევიტყვეთ, რომ საქართველო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგებოდა. გვქონდა დროის ჯოჯოხეთური ზეწოლა. საბოლოო ჯამში, შეიქმნა პროექტი, რომლის შედეგია ახალი ტიპის დარგობრივი ლიტერატურის ნიმუში — მაღალი ხარისხის ილუსტრირებული კრებული ღირებულებებზე, ახალი თეორიითა და კონკრეტული თემებით. წიგნი გვაწვდის აქტუალურ ცოდნას და იკითხება სასიამოვნოდ. თუმცა, ღირებულებების ნიმუშს იძლევიან არამხოლოდ სურათები და ტექსტები, არამედ თავად ენაც. ამიტომ წიგნი სამ ენაზეა შექმნილი: გერმანულად, ინგლისურად და ქართულად — ეს სიახლეა. 20-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა გააზიარა ღირებულებების ახალი ხედვა საქართველოს მაგალითზე. ყოველივე ამან მოგვცა მოტივაცია, რამაც შესაძლებელი გახადა სამენოვანი ნამუშევარი ერთ წელზე მცირე დროში დაგვესრულებინა.

იდეის ავტორები

პროფ. დოქტ. ჰანს-გიუნთერ ლინდნერი
გახლავთ TH Köln-ის ბიზნეს ადმინისტრირების პროფესორი, ასევე ნახევარ განაკვეთზე მუშაობს, როგორც ბიზნეს კონსულტანტი და ფოტოგრაფი. თანადამფუძნებელი. მისი პროფესიული ცხოვრების გზაზე იგი გახლდათ მკვლევარი, ადამინური რესურსების განვითარების სპეციალისტი და კომპანიის დამფუძნებელი. მისმა კვლევამ ის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ღირებულებების წარმოშობის საწყისებამდე მიიყვანა. ფოტოგრაფია მისთვის წარმოადგენს კომპლექსური ფაქტების მარტივად ახსნის საშუალებას. ცხოვრობს ტროისდორფში, გერმანია.
ზურაბ ცერცვაძე
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. იგი მხატვრობასთან ერთად, დაეუფლა ფერწერის რესტავრაციის სპეციალობას. 2010 – 2016 წლებში მუშაობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. 2016 წლიდან არის დამოუკიდებელი ფოტოგრაფი და მუდმივად მოგზაურობს. მისი ფოტოები გამოქვეყნებულია საქართველოს შესახებ გამოცემულ უამრავ წიგნსა თუ ალბომში. ცხოვრობს თბილისში, საქართველო.
ნინო ნასიძე
თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტის ბაკალავრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი და TH Köln ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კლიენტების მომსახურებისა და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში. იგი ხელმძღვანელობდა გერმანული კომპანიის ბექ ოფისის ჯგუფს თბილისში და პროფესიული საქმიანობა განაგრძო გერმანიის ცენტრალურ ოფისში. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს კიოლნში, გერმანია და თბილისში, საქართველო.
Share by: